Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
კრიმინალი
გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე - მამულიჩას აღიარება
20.07.2015 14:15
- +

გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.

"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახი მამულაშვილმა, რომელიც 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მამულაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარკოდანაშაულში სხვის მონაწილეობაზე ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს , - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა კახი მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვა პირთა დანაშაული რომც არსებობდეს გამოკვეთილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ გვქონდა იმის საფუძველი, რომ მამულაშვილისთვის პატიმრობა მოგვეთხოვა. ამის საფუძველი საქმის მასალებიდან გაჩნდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა გაიზიარა. საქმის მასალებზე დაყრდნობით არსებობდა რისკები, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მას თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება. ამასთან, ჩატარდა ჩხრეკა იძულებითი ღონისძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა ჩხრეკის ღონისძიება. მოხდა ნარკოტიკების ამოღება. მან თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. დასადგენია პირები, ვისგანაც მან შეიძინა ნარკოტიკი და ვითარება, რომელშიც ნარკოტიკის შეძენა მოხდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
რაც შეეხება შემდგომ თანამშრომლობას, გიორგი დავითაშვილის თქმით, ითანამშრომლებს თუ არა ბრალდებული მომავალში გამოძიებასთან, ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის იმ მოტივით, რომ კახი მამულაშვილს დუმილის უფლების გამოყენება შეუძლია.

პროკურორისგან განსხვავებით პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია კახი მამულაშვილის ადვოკატს. გიორგი ბეგიაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძიების ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

კახი მამულაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა. 

 

 

 

ნანახია: 373
კახი მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა
20.07.2015 14:05
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა . ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუს...
სრულად
კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
19.07.2015 20:26
მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.  როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი 13:00 საათისთვის ჩაინიშნა. მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის...
სრულად
კახა მამულაშვილი დააკავეს
18.07.2015 20:00
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი დააკავეს. რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ი...
სრულად
ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
18.07.2015 10:30
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...
სრულად
პროკურატურის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
17.07.2015 16:38
განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა ძიებას ახორციელებს. "საქართველოს მ...
სრულად
ზოოპარკის ტენდერთან დაკავშირებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
17.07.2015 10:56
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ი/მ „ზაზა ვარდუაშვილი," ი/მ „ბექა ვარდუაშვილი" და შპს „TUSA"-ს დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსა...
სრულად
ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს - გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია?
16.07.2015 14:00
ჩვენი ძმაკაცები რომ არიან გარეთ, არ გეშინია? - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმე კობა გოგატიშვილს, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო და აცხადებს,...
სრულად
შსს-მ კიბერდანაშაულისთვის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
16.07.2015 13:44
კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - აღნიშნულიუ ბრალდებით შსს-მ თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცებმა შეიძინეს ე.წ სიმბოქსი. აღნიშნული კომპიუტერული მოწყობ...
სრულად
პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს
15.07.2015 13:57
რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს და განაცხადეს, რომ ბოლო წუთამდე სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ , ინფორმაციას არ ფლობდნენ, - ამის შესახებ დახურული სასამართლოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქმის...
სრულად
ნინო ქადაგიძე-ჟვანია - ზურაბ ჟვანიას, ოჯახთან ერთად, ქვეყნიდან წასვლა რამდენჯერმე უნდოდა
14.07.2015 16:39
როდესაც მიხეილ სააკაშვილმა "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადა, ზურაბ ჟვანია ამას ეწინააღმდეგებოდა და ქვეყნიდან წასვლა უნდოდა , - ამის შესახებ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვისას ნინო ქადაგიძ...
სრულად
პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
09.07.2015 15:30
პროკურატურის ინფორმაციით, ძიება პროკურატურმა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვს...
სრულად
დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეეფარდა
09.07.2015 14:52
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს. პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვე...
სრულად
ლიკა კიკიანს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს და ვიდეოკადრების ამოღებას მოითხოვს
09.07.2015 14:10
საია-ს იურისტის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ლიკა კიკიანს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, კუს ტბის ავტოსადგომის ადმინისტრაცია მათ უარს ეუბნება გარეკამერების ჩანაწერების გადაცემაზე და სა...
სრულად
ვახტანგ გომელაური მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქე კიკიანის საქმე პროკურატურას გადაეცეს
09.07.2015 13:09
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქე ლიკა კიკიანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს. როგორც გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრი, იცავს როგორც მოქალაქეების...
სრულად
ადვოკატი - კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელების ე.წ. მამხილებელი ჩვენება, შესაძლოა, საპნის ბუშტივით გასკდეს
09.07.2015 12:44
პროკურორის განცხადება, რომ ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითმა სპეცრაზმელებმა სპეცოპერაციის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს, შესაძლოა, საპნის ბუშტივით გასკდეს, - ამის შესახებ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა...
სრულად
სხვა სიახლეები
13 ივნისის სტიქიის მიზეზების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიში
20.07.2015 15:19
გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე - მამულიჩას აღიარება
20.07.2015 14:15
კახი მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა
20.07.2015 14:05
პრემიერ-მინისტრმა "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა
20.07.2015 12:24
მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან
20.07.2015 12:19
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დასახელდა
20.07.2015 10:05
ფრანსუა ოლანდი ევროზონის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის
20.07.2015 10:00
კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
19.07.2015 20:26
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის 7 მონაწილე დააკავეს
19.07.2015 19:21
თინა ხიდაშელი - რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად
19.07.2015 14:00



ჩვენ შესახებ
არქივი
კონტაქტი
All rights reserved, property of politcommersant.ge