Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დასახელდა
20.07.2015 10:05
- +

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა.

ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.

უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი - ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.

 

ნანახია: 349
პრემიერ-მინისტრმა "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა
20.07.2015 12:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური სოფლის მერი წარუდგინა. აღნიშნულ სიმბოლურ თანამდებობას ქართველი ფეხბურთე...
სრულად
თინა ხიდაშელი - რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად
19.07.2015 14:00
რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად ცდის და ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, -აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თავდაცვ...
სრულად
ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ ოკუპირებულ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
18.07.2015 10:31
14 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს ეხება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კომპეტენტურმა ორგანოებმა საქმე აღძრეს. ამის შესახებ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კაგებეს" განცხადე...
სრულად
არჩილ თალაკვაძე - ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ბანერის გადმოწევის ფაქტზე ჩვენი რეაგირება იქნებოდა რაკეტები, არასერიოზული მიდგომაა
17.07.2015 21:05
ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ ბანერის გადმოწევის ფაქტზე ჩვენი რეაგირება იქნებოდა რაკეტები ან სამხედრო ძალის გამოყენება, მათი მხრიდან არასერიოზული მიდგომაა, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ "პალიტრა ტვ"-ის ეთერში განაცხა...
სრულად
თინა ხიდაშელი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის ტერიტორიაზე ომი
17.07.2015 15:39
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორია. თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშავს ომი საქართველოს ტერიტორიაზე. "მე ამ ხელისუფლების ნაწილი ვარ და...
სრულად
გაერო-ს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია
17.07.2015 14:04
გაერო-ს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია. 16 ივლისს ნიუ-იორკში პან გი მუნის სახელით გაკეთებულ განცხადებას მის...
სრულად
საქართველო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად აფასებს
16.07.2015 19:12
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრენსიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, 2015 წლის 15 ივლისს სამხრეთის სამხედრო ოლქში...
სრულად
ირაკლი ღარიბაშვილი - ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მიშა აკლია
16.07.2015 15:57
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში თანამედროვე საავადმყოფო, სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და თანამედროვე ინფრასტრუქტურაა განთავსებული „ნაკლებად საშიში პატიმრებისთვის“. მიუხედავად...
სრულად
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში არტილერისტების სწავლება დაიწყო
16.07.2015 14:59
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სამხედრო პოლიგონებზე არტილერისტების სწავლებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, სწავლებაში 1500-ზე მეტი ...
სრულად
უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს
16.07.2015 13:52
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველად უშიშროების საბჭოს გასული წლის ნოემბერში თხოვნით მ...
სრულად
ევროკავშირი ორჭოსანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვაზე განცხადებას ავრცელებს
16.07.2015 10:48
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვის თაობაზე ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში...
სრულად
აბაშიძე - კარასინთან აღვნიშნეთ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა სუვერენიტეტის ხელყოფაა
15.07.2015 21:58
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში, კარასინთან საუბარში აღინიშნა, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა და ამით ადგილობრივი მოსა...
სრულად
გრიგორი კარასინი - გაკეთდება ყველაფერი, რომ ემოციურმა აფეთქებებმა ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი არ შეუშალოს
15.07.2015 21:50
გრიგორი კარასინი - გაკეთდება ყველაფერი, რომ ემოციურმა აფეთქებებმა ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი არ შეუშალოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით შექმნილი ვითარება საქართვ...
სრულად
პრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა
15.07.2015 15:40
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდე...
სრულად
საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
15.07.2015 15:32
საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაც...
სრულად
სხვა სიახლეები
13 ივნისის სტიქიის მიზეზების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიში
20.07.2015 15:19
გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე - მამულიჩას აღიარება
20.07.2015 14:15
კახი მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა
20.07.2015 14:05
პრემიერ-მინისტრმა "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა
20.07.2015 12:24
მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან
20.07.2015 12:19
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დასახელდა
20.07.2015 10:05
ფრანსუა ოლანდი ევროზონის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის
20.07.2015 10:00
კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
19.07.2015 20:26
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის 7 მონაწილე დააკავეს
19.07.2015 19:21
თინა ხიდაშელი - რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად
19.07.2015 14:00



ჩვენ შესახებ
არქივი
კონტაქტი
All rights reserved, property of politcommersant.ge