მთავარი → საზოგადოება

როგორ შეძლებენ მომხმარებლები დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანას?

16:21 | 2016.11.29

A+   A-




ლარის სტაბილურობის მიმართულებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურდაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი, სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო.  ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. „მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა", - განაცხადა პრემიერმა.

 

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.

 

"ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითრებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

190


ბათუმი

210


ქუთაისი

210


თელავი

190


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108