მთავარი → პოლიტიკა

ახალი მინისტრების პირველი სამუშაო დღე

12:31 | 2016.11.28

A+   A-




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და მინისტრები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. ახალი მინისტრების პირველი დღე...

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროს თანამშრომლებს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. როგორ გახარიამ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდნენ. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პირველი სამუშაო დღე დიწყო მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ. მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, მადლობა გადაიხადა ვიქტორ დოლიძემ. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ", - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

 

მუშაობას დღეს შეუდგა ფინანსთა ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ახალი მინისტრი უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს ოფიციალურად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ხადურს უწყების ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაიბაროს ისეთი საპასუხისმგებლო უწყება, როგორიც ფინანსთა სამინისტროა.

 

„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა ფინანსთა სამინისტროში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. ხვალ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარვადგენთ მთავრობაში, შემდგომ - საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

150


ბათუმი

160


ქუთაისი

150


თელავი

150


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255