მთავარი → პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის განკარგულება გამოსცა

08:30 | 2016.11.28

A+   A-




საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

პარლამენტმა შაბათს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმავე დღეს გადაეგზავნა. შესაბამის დადგენილებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოაწერა.

 

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.
110-ხმით, 19-ის წინააღმდეგ პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

160


ბათუმი

160


ქუთაისი

150


თელავი

160


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255