მთავარი → სამართალი

საქართველოში ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება

13:48 | 2016.11.25

A+   A-




პოლიტიკურ პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელი დააკმაყოფილა.

 

დღეს მოქმედი პრაქტიკით, შსს პოლიტიკურ პირზე დამცავი/ან შემაკავებელი ორდენის გაცემის შესახებ ინფორმაციას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის დაცვის მოტივით არ გასცემს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შსს-ს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. PHR საჭიროდ მიიჩნევს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური თანამდებობის პირებზე გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს.

 

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელის, ანა აბაშიძის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება ძალაში შევა, საზოგადოებას შეეძლება ნებისმიერ პოლიტიკურ პირზე გამოითხოვოს ინფორმაცია და გაიგოს ყოფილა თუ არა ესა თუ ის პირი ოდესმე ოჯახში ძალადობის თემაზე ორდერის ადრესატი.

 

„მივიჩნევდით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თუ ოდესმე გაცემული იყო ორდერი/შემაკავებელი ან დამცავი, ეს უნდა სცოდნოდა საზოგადოებას. ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა შსს-ს ეს ინფორმაცია, რაზეც უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ ეს პირადი ინფორმაციაა. ჩვენ ვასაბუთებდით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინც მართავს ქვეყანას, მოძალადეა თუ არაა მოძალადე. ამაზე იმსჯელა სასამართლომ და დააკმაყოფილა. რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, პოლიტიკური თანამდებობის პირი როდისმე ყოფილა თუ არა მოძალადე, ან პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატი იყო თუ არა როდისმე მოძალადე. პარლამენტის ნებისმიერ წევრზე რომ გაგზავნოთ მოთხოვნა, მაგალითად, ბატონი კვიციანი ყოფილა თუ არა როდისმე ოჯახში ძალადობის თემაზე ორდერის ადრესატი, აქამდე არავინ მოგცემდათ ინფორმაციას. ახლა კი, თუ შევა ძალაში ეს გადაწყვეტილება, უარს ვეღარ გეტყვიან და უნდა გასცენ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

„ლიბერალი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67