მთავარი → პოლიტიკა

რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და ურთიერთობის განმტკიცება აშშ-სთან - მთავრობის გეგმები

13:36 | 2016.11.25

A+   A-




„რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას განაცხადა.

 

„კიდევ უფრო განვამტკიცებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერიორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან სამშვიდობო ამოცანების მხარდასაჭერად.

 

„რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზეთთან და ოსეთთან შერიგების მიმართულებით და ის უამრავი პროექტი და ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა გასული პერიოდის განმავლობაში, არა მარტო გაგრძელდება, არამედ შემდგომში უფრო მნიშვნელოვნად გაფართოვდება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სპექტრი. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში, ამაში გვჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

 

კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას მომავალი 4 წლის განმავლობაში გააგრძელებს. „ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა და ეს რეფორმა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ გარდა თავსებადობისა, ეს რეფორმა მიმართულია ჩვენი ქვეყნის შიდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც გააჩნია კიდევაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პირადად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს. ქუთაისის პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება.

 

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

150


ბათუმი

160


ქუთაისი

150


თელავი

150


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255