მთავარი → საზოგადოება

ქსელური მარკეტინგი - მიმზიდველი მახე ქართველებისთვის

12:30 | 2016.11.22

A+   A-




„ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობენ. მსგავს ორგანიზაციებს, მოსახლეობის ნაწილი გენიალურად დაგეგმილ „აფიორას“ უწოდებს, ნაწილს კი შემოსავლის ერთადერთ და მარტივ წყაროდ მიაჩნიათ. სპეციალისტები ამგვარ ორგანიზაციებს ფინანსურ პირამიდას ამგავსებენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. კომპანიებს, სადაც გაწევრიანება საკმაოდ სოლიდურ თანხას უკავშირდება, დაზარალებულებიც მრავლად ჰყავს. როგორც წესი, ქსელური მარკეტინგით დაკავებული კომპანიების, აღმოჩენა რთულია. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ არის დარეგისტრირებული. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კი კიდევ ერთი დანაშაულია. 2012 წელს მოსახლეობის პროტესტისა და აქციების შემდეგ, მოქმედება შეწყვიტა ორგანიზაცია „ოქროს ირემმ“", სადაც გაწევრიანებულ ადამიანებს 200-პროცენტიან მოგებას ჰპირდებოდნენ, საბოლოო ჯამში კი ვერაფერი მიიღეს. დაზარალებულია ათასობით ადამიანი. მსგავსი ორგანიზაციები 2016 წელსაც აქტიურობით გამოირჩევიან. საქართველოს ბაზარზე ამ სფეროში ყველაზე აქტიურობენ „ბაობაბი“ და „ქიუნეტი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი".

 

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე, ფინანსური პირამიდის პრინციპით მომუშავე კომპანიებს საშიშ ორგანიზაცების უწოდებს. მისი აზრით, საქართველოს ბაზარი, ფინანსური პირამიდის მსგავსად მომუშავე ორგანიზაციებისთვის პატარაა და უპერსპექტივო. მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მსგავსი ორგანიზაციები მომხმარებელს სთავაზობენ, არ ნიშნავს გამართულ მენეჯმენტს, ეს ყველაფერი არის რისკის შემცველი. სპეციალისტი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქართველოში ძალიან გააქტიურებულია ე.წ. პირამიდა ბიზნესის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიები. ამის ნიშნები ბაზარზე აშკარაა, რადგან აქტიურად მიდის მათი მარკეტინგული რეკლამა. ისინი მსურველებს სთავაზობენ, მაღალ საპროცენტო სარგებელს. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი არ ნიშნავს გამართულ ბიზნესს, ეს ყველაფერი არის მაღალი რისკის შემცველი. ამის ნიშნები ბაზარზე ჩანდა და ოქტომბერში როდესაც „საფინანსო კომპანია საქართველოს“ შეექმანა პრობლემა დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. მანამდე ეროვნულმა ბანკმა, გაზაფხულზე და მანამ, 2013 წელსაც გააფრთხილა მომხმარებლები, რომ არსებობდა რისკი, იმ თანხების დაკარგვისა, რასაც მგავსს ორგანიზაციებში ჩადებდნენ. ფინანსური პირამიდით და ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიების საქმიანობა, ადრე თუ გვიან ჩამოიშალება, რადგან საქართველო ამგვარი საქმიანობისთვის პატარა ბაზარია. მედიასაშუალებებიც ბოლო ერთი თვეა აქტიურად საუბრობენ სახიფათო ბიზნესის თაობაზე. ეს თავისთავად გაფრთხილებაა ახალი მომხმარებლებისა, რომ არ შეიტანონ მსგავს კომპანიებში დანაზოგი, რომლებიც რეალურ გარანტიას ვერ იძლევიან, რომ რაღაც თანხას მაინც დაუბრუნებენ. რაც უფრო სწრაფად ჩამოიშლება მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, ხალხი უფრო დაცული იქნება“, - ამბობს კეპულაძე.

 

სპეციალისტმა ქსელური მარკეტინგის პრინციპით, მომუშავე ორგანიზაციები ეკონომიკურ ჭრილში განიხილა. ისინი ფინანსური კუთხით აზარალებენ მოქალაქეებს, რაც სოციალური სიდუხჭირის ფონზე დამატებითი პრობლემაა. მან ასევე რეგულაციებზეც ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე მათზე არ ვრცელდება. თუმცა, კეპულაძის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც, მსგავსი კომპანიების არსებობა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და მათი საქმიანობა საბოლოოდ აიკრძალება.„ფინანსური პირამიდა და ქსელური მარკეტინგი არ ქმნის ეკონომიკურ ამინდს, პირიქით, შეიძლება გაზარდოს დაზარალებული ადამიანების რაოდენობა, რადგან ისინი საკმაოდ დიდ დანაზოგს ანდობენ მათ. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან რაც მეტი ადამიანი დაზარალდება მსგავსი კომპანიების საქმიანობის შედეგად, მით უფრო მეტი დაკარგავს ფინანსურ დამოუკიდებლობას. საჭიროა გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ჩემი ინფორმაციით, მუშავდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობასთან ერთად, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს და გარკვეული შეზღუდვა დაუწესდება პირამიდულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს. პირველი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. პირამიდული ბიზნესის მოდელი ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში", - აღნიშნავს კეპულაძე და განმარტავს, რომ საქართველოში ბევრი კომპანია რუსეთიდანაა შემოსული. ეს კი გარკვეულ ეჭვს ბადებს და ამ მხრივ არა მარტო მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა, არამედ სხვა სტრუქტურებმაც უნდა გამოიჩინოს ყურადღება, საფრთხე თავიდან ააცილოს ქვეყანას.

 

„ჩვენი გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი კომპანიაა შემოსული რუსეთიდან. უცნაურია მათი დაინტერესება საქართველოს ბაზრით. არ არის გამორიცხული, რომ აქ სხვა ფარული გეგმაც იყოს. ჩვენ არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა გვაქვს ამ ქვეყანასთან. ბევრი მომხმარებელი გვირეკავს და გვეუბნება, რომ მსგავსი კომპანიების შემოთავაზება საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება. რუსეთში ეს სქემა დიდი ხანია მუშაობს. პირადად მე მათი აქტიურობა ცუდად მენიშნა. ეს არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ სხვა მხრივაც სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს. თუ დაინტერესედებიან სხვადასხვა უწყებები, გარდა მთავრობის ეკონომიკური ბლოკისა, არ იქნება ურიგო", - ამბობს კეპულაძე.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიების მომრავლებაზე საუბრობს. მან საქართველოს ბაზარზე ყველაზე აქტიურის, კომპანია "ქიუნეტის"  მუშაობის პრინციპი განიხილა. „დიდი ხანია არსებობს ფინანსური პირამიდის სტილში მომუშავე გაურკვეველი ტიპის კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს ფულის შოვნის მარტივ და სწრაფ გზას სთავაზობენ. "ქიუნეტიც" ქსელური მარკეტინგით მომუშავე კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ძალიან აქტიურობს. რეალურად რომ ვუყურებ მათ საქმიანობას, ეჭვი მიმძაფრდება. არა მხოლოდ ეკონომისტი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი თუ დაუკვირდება, ნათლად დაინახავს, რომ მათი საქმიანობა ბევრ ასპექტში წარმოადგენს ფინანსური პირამიდის ერთ-ერთ ფორმას. "ქიუნეტში" გაწევრიანებისთვის, 1800 დოლარამდეა საჭირო. არჩევანი, რამეს შესაძენად საკმაოდ მწირია. ადამიანი, ვისაც გაწევრიანება სურს, პირობითად, ყიდულობს საათს, რომლის შეძენაც ნებისმიერ ინტერნეტ მაღაზიაში შეუძლია გაცილებით ნაკლებად. ამის შემდეგაც ის ითვლება კომპანიის წევრად. მხოლოდ ამით არ სრულდება გაწევრიანება. ყოველ მათ წევრს ევალებათ 2 სხვა ადამიანის მიყვანა, რომელიც გადაიხდის ანალოგიურ თანხას, შემდეგ ამ თანხიდან პრემიას იღებს მიმყვანი. ახალი წევრის მიერ მიტანილი თანხა ნაწილდება ამ ადამიანებზე. ახალ წევრსაც იგივე დავალებას აძლევენ და ა.შ. ეს გრძელდება ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდის ფორმით. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც აღარ რჩება გაწევრიანების მსურველი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო. სწორედ მაშინ იწყებს პირამიდა რღვევას. ჯერ ჩვენთან ასეთი ფაქტი არ ყოფილა (თუმცა ცალაკეული ადამიანები უკვე გადვარდნენ ვალში), მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება და სავალალო შედეგით დასრულდება მათი საქმიანობა", - განაცხადა ბაირახტარმა.

 

„რეზონანსი“

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

220


ქუთაისი

210


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108