მთავარი → მსოფლიო

ევროპაში საშობაოდ ტერაქტებია მოსალოდნელი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

10:41 | 2016.11.22

A+   A-




აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში საშობაოდ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი გაფრთხილება უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფო" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ევროპაში საშობაო ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავენ.

 

უწყება აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ დაყურადღებისკენ მოუწოდებს ტურისტული ობიექტების მონახუებისას, ტრანსპორტსა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას.

 

„საჭიროა სიფრთხილე ფესტივალების, საზეიმო ღონისძიებების და ბაზრობების დროს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი აფასებს ევროპული უსაფრთხოების სამსახურების ძალისხმევას, რომელიც ტერაქტების აღკვეთისკენაა მიმართული, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი თავდასხმების პოტენციალი ევროპის სხვადასხვა ნაწილში კვლავ არსებობს.

 

21 ნოემბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.

 

„2030“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

180


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

180


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90