მთავარი → საზოგადოება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

12:14 | 2016.11.21

A+   A-




„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. გიორგი ბარათაშვილმა განცხადება მაუწყებლის კანცელარიაში უკვე შეიტანა.

 

მედია ექსპერტები ბარათაშვილის ამ გადაწყვეტილებას ეჭვით უყურებენ. მათ აზრით უცნაურია, როდესაც ბარათაშვილმა ამ თანამდებობისთვის ამდენი იბრძოლა (სასამართლოს გზით) და როცა ვადის ამოწურვამდე 2 წელი დარჩა, თანამდებობა დატოვა. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის შეცვლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

 

თავად ბარათაშვილი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, ამაზე ფიქრობს და ახლა, თანამდებობიდან წასვლა მან საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. „რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ახლა, ამას აგიხსნით. აქამდე თანამდებობიდან წასვლა ჩემთვის უხერხული იყო, ქვეყანაში არჩევნები იყო და ტელევიზიას ვერ მივატოვებდი. ახალი წელი მოდის და ტელევიზია ახალ ბიუჯეტს ადგენს, მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ ის დროა, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდე", - აღნიშნავს გიორგი ბარათაშვილი.

 

მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი გენერალური დირექტორის ასარჩევად პროცედურებს იწყებს. არსებული ინფორმაციით კი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ბარათაშვილს კოკა ყანდიაშვილი შეცვლის.

 

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

მსურველებს განაცხადებისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგაც საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვრიან ვადაში მაუწყბელის ახალი დირექტორი შეარჩიოს.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

190


ბათუმი

210


ქუთაისი

210


თელავი

190


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108