მთავარი → მსოფლიო

ობამას და პუტინის შეხვედრა

10:44 | 2016.11.21

A+   A-




ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის პერუში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაესაუბრნენ.

 

შეხვედრა სულ ოთხ წუთს გაგრძელდა. როგორც კრემლსა და თეთრ სახლში აცხადებენ, პრეზიდენტებმა სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

 

ობამამ მოუწოდა პუტინს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულს. ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ უკრაინის საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

 

სირიის თემაზე საუბრისას აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საგარო უწყების თანამშრომლობის აუცილებელობაზე გაამახვილა ყურადღება, რათა სირიაში ძალადობა შეწყდეს.

 

„ჩვენ ხანმოკლეს საუბარი გვქონდა სესიებს შორის. ეს დიალოგი იყოს იგივე შინაარსის, რაც წინა საუბრები. მე დავაფიქსირე ღრმა შეშფოთება იმ სისხლისღვრისა და ქაოსის გამო, რომელსაც სირიის და რუსეთის ავიაციის მიერ ქალაქ ალეპოს დაბომბვა იწვევს. ასევე აღვნიშნე, რომ პირველ რიგში, აუცილებელია რამე სახის ჰუმანიტარული ზავი, შემდეგ კი პოლიტიკური ცვლილებები", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია. „მე და პრეზიდენტმა ობამამ დავადასტურეთ, რომ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს და პატივისცემით ვეკიდებით ერთმანეთის პოზიციას. მე მადლობა გადავუხადე მას თანამშრომლობისთვის და აღვნიშნე, რომ სიხარულით მივიღებთ მას რუსეთში", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

პერუში გამართული ეს შეხვედრა სავარაუდოდ ბოლო იყო, რომელიც ბარაკ ობამამ პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გამართა.

 

„2030“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

180


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90