მთავარი → მსოფლიო

პოროშენკო სააკაშვილის მოქალაქეობას ჩამოართმევს და საქართველოს გადმოსცემს?

10:33 | 2016.11.17

A+   A-




მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. როგორც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.

 

„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოსა და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნიათ. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ ბანდიტი თაღლითების მომსახურეობით, არამედ მათ რჩევებსაც უსმენს", - აღნიშნავს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.

 

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი გუშინ ერთმა დეპუტატმა უკვე საჯაროდ დააყენა. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. რაბინოვიჩმა აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა. „ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის ", - განაცხადა დეპუტატმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა. იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას წყვეტს,  უკრაინის მოქალაქოების მიღების შემდეგ, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღრ არის.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90