მთავარი → მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

17:00 | 2016.11.16

A+   A-




უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. აღნიშნული განცხადება სახალხო დეპუტატმა ТСН-თან ინტერვიუში გააკეთა.

 

რაბინოვიჩმა აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა.

 

„ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის ", - განაცხადა დეპუტატმა.

 

„ინტერპრესნიუსი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90