მთავარი → მსოფლიო

„ევროპული არმიის შექმნა არ იგეგმება“

08:45 | 2016.11.16

A+   A-




ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ შესასრულებელი გეგმა წარადგინა, რაც ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას აამოქმედებს, - იუწყება ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალური საიტი EEAS.

 

ამასთან, უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საუბარი არ მიდის ევროპული არმიის შექმნაზე.

 

„ნება მომეცით გითხრათ, თუ რას არ ეხება ეს გეგმა. ეს გეგმა არ ეხება ევროპული ჯარის შექმნას. ხშირად ვამბობ, რომ ნატო-საც კი არ გააჩნია თავისი საკუთარი ჯარი", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

გეგმა ორიენტირებულია სამ ძირითად პრიორიტეტზე. კერძოდ იმაზე, რომ ევროკავშირმა შეძლოს უფრო ყოვლისმომცველად, სწრაფად და გაბედულად მოახდინოს რეაგირება კრიზისულ სიტუაციებზე; ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაიცვას ევროპელი მოქალაქეები.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

180


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90