მთავარი → მსოფლიო

რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა?

13:20 | 2016.11.15

A+   A-




აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა.

 

CNN-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მას „ისტორიულ არჩევნებში გამარჯვების მისალოცად დაურეკა" და მათ საერთო საფრთხეებზე, სტრატეგიულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და რუსეთ-აშშ-ის ისტორიულ ურთერთობაზე ისაუბრეს.

 

კრემლის განცხადებით, მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე გაამახვილეს ყურადღება და ხაზი გაუსვეს ვაჭრობის გზით ორმხრივი კავშირების დამყარების მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს „ნომერ პირველი საერთო მტრის", საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე.

 

პუტინი ერთ-ერთი პირველია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამს გამარჯვება მოულოცა.

 

ტრამპმა პუტინს ძლიერი ლიდერი უწოდა იმ ვითარების ფონზე, როცა აშშ-ის ოფიციალური პირები მოსკოვს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით დემოკრატების კამპანიის იმეილების გაჟონვაში ადანაშაულებდნენ.

 

„ლიბერალი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90