მთავარი → საზოგადოება

Freedom House - საქართველოს ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მხრივ, რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს

12:19 | 2016.11.15

A+   A-




ორგანიზაციამ  „Freedom House“ მსოფლიოში ინტერნეტის სივრცის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც ინფორმაციას 65 ქვეყნის შესახებ მოიცავს, საქართველოს ინტერნეტის სივრცის თავისუფლების მხრივ ევრაზიის რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს და ისევე როგორც შეერთებული შტატები, კანადა და ევროკავშირის სახელმწიფოები, რუკაზე საქართველოც მწვანე ფერით არის აღნიშნული.

 

ანგარიშის მიხედვით, ზეწოლისგან თავისუფალია ინტერნეტსივრცე სომხეთშიც, ნახევრად თავისუფალია უკრაინაში. რუსეთსა და თურქეთში კი რთული მდგომარეობაა. ანგარიშში გაკრიტიკებულია რუსეთის ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს.

 

ასევე ნათქვამია, რომ 2015 წლიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში აქტივობისთვის ადამიანები 38 ქვეყანაში დააპატიმრეს.

 

„ეს არის კვლევა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნებმა უნდა გადადგან. ინტერნეტ თავისუფლების კუთხით, თქვენს რეგიონში გამოწვევებით სავსე პერიოდია. იმედი გვაქვს, საქართველო მტკიცედ შეინარჩუნებს არსებულ პოზიციას ამ ზეწოლის წინააღმდეგ და დარჩება როგორც მაგალითი, სამეზობლოში. ინტერნეტი ახალი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა," - განაცხადა გლობალური განვითარების პოლიტიკის ვიცე პრეზიდენტმა სალი შიფმენ უენთუორსმა.

 

„რუსთავი 2“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108