მთავარი → მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთმა ქართველმა დატოვა

18:02 | 2016.11.14

A+   A-




უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა. დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

 

„ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

 

„ინტერპრესნიუსი“

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90