მთავარი → სამართალი

ქუთაისის აეროპორტში ქართველი ქალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს

17:09 | 2016.11.14

A+   A-




ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი დააკავეს, „პირველი არხის“ ინფორმაციით, ახალგაზრდებს საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერება გადმოჰქონდათ.

 

10-ივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატროშია გადაყვანილი. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მათი ორგანიზაციის აქტივისტი ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ ორგანზიაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავებულები ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, დანარჩენი პირები ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები არიან.

 

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა", - აცხადებენ "თეთრი ხმაურის მოძრაობაში". 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

220


ქუთაისი

210


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67