მთავარი → მსოფლიო

რუსეთი და სომხეთი გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას ქმნიან - პუტინმა განკარგულებას ხელი მოაწერა

12:04 | 2016.11.14

A+   A-




რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოწერის განკარგულება გასცა.

 

პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნიან ორი ქვეყნის გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას.

 

სამხედრო შენაერთის მიზანი იქნება „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) და მხარეთა წინაშე წარმოქმნილ სხვა გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება".

 

დაჯგუფების მეთაური სომხეთის მთავარსარდლის მიერ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთათვარსარდალთან წინასწარი შეთანხმებით დაინიშნება.

 

მშვიდობიან დროს დაჯგუფების მეთაური სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს დაემორჩილება, ხოლო საომარი მოქმედებების დროს, „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე", რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის დაქვემდებარებაშიც გადავა.

 

„წინამდებარე შეთანხმება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ", - აღნიშნულია პროექტში.

 

შეთანხმება 5 წლის ვადით დაიდება და ავტომატურად გაგრძელდება შემდეგ ხუთწლედებში, თუ ერთ-ერთი მხარე არ გამოთქვამს თანამშრომლობის გაწყვეტის სურვილს.

 

„პირველი“ 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90