მთავარი → საზოგადოება

რატომ წყვეტს მაუწყებლობას „ტაბულა“?

12:10 | 2016.11.14

A+   A-




ტელეკომპანია „ტაბულა“ იხურება? კონკრეტულად დახურვაზე არა, მაგრამ „ტაბულა“ მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას რომ გეგმავს, ამის შესახებ განცხადებას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამის გამო, 2017 წლის შემოდგომამდე სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით გავრცელდება.

 

„ტაბულა“ მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს. ამ მიზნით, 2017 წლის წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით გავრცელდება. განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება", - ნათქვამია „ტაბულას“ განცხადებაში.

 

ტელეკომპანია „ტაბულა" 2013 წლის 9 იანვრიდან მაუწყებლობს. „ტაბულამ" სატელევიზიო სიხშირე 2012 წლის 15 ოქტომბერს შეიძინა და ის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს. „ტაბულას“ მფლობელი „სამოქალაქო განათლების ფონდია“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ფონდის გამგეობის წევრები არიან - ბექა მინდიაშვილი, გია ნოდია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ზედანია, ქეთი დევდარიანი, დავით პაიჭაძე, ლევან რამიშვილი, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, გიორგი ლიფონავა, ბაადურ მალაზონია, გიორგი ფრუიძე, ირაკლი საღინაძე, ალექსი მაჭავარიანი.

 

ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.

 

ტელეკომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მის ეთერში საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად ეთერში გადიოდა - „ამაოების ბაზარი", „მძიმე კაცთან", „საუბარი რელიგიაზე","ფოკუსი".



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

260


ქუთაისი

300


თელავი

300


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108