მთავარი → მსოფლიო

აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება

08:56 | 2016.11.14

A+   A-




ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.

 

ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება. „იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთში“ დღეს საღამოს გავა.

 

„ინტერპრესნიუსი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90