მთავარი → მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტია დააფუძნა - ექსგუბერნატორი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

17:42 | 2016.11.11

A+   A-




მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ერთი საათის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახალი ძალების პლატფორმა“ - ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი გაერთიანების სახელწოდებაა.

 

„მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

სააკაშვილის გუნდში არ იქნება არც ერთ ის დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე მეტი იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. სააკაშვილის თქმით, მისი გუნდის საარჩევნო სიაში არ იქნება, არც ერთი ბიზნესმენი. "ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილი განმარტავს, რომ მის გუნდში იქნებიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებსაც სურთ არა ფულის კეთება და მოღვაწეობა ოლიგარქებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. მან ასევე ისაუბრა პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „მაშინ როცა დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა“.

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით პოროშენკოს სურდა ის გამოეყენებინა კორუფციისა და ინტრიგებისთვის და არა რეფორმებისთვის. „მე ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება. პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება,"- აღნიშნა სააკაშვილმა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ შეხვდება არც პოროშენკოს და არც მისი ადმინისტრაციის წევრებს მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

 

სააკაშვილმა ასევე პარალელი გაავლო საქართველოში მის ოპოზიციაში ყოფნასთან და 2001 წელი გაიხსენა. „მე ახლა თავს ვგრძნობ უკრაინაში, როგორც ვგრძნობდი საქართველოში 2001 წელს, როდესაც წავედი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90