მთავარი → საზოგადოება

კომერციულ ბანკებში დოლარის კურსმა 2.54 ლარს მიაღწია - სად არის გამოსავალი?

14:45 | 2016.11.11

A+   A-




ეროვნული ვალუტა უფასურდება, კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდა. „ბანკ რესპუბლიკაში“ ერთი დოლარის ღირებულება 2,54 ლარს აღწევს. „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ კი 1 დოლარის ყიდვა 2,52 თეთრად არის შესაძლებელი.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, ერთი დოლარი თითქმის 2,48 თეთრია. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მმართველ პარტიაში კი გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ოპონენტების გადაჭარბებულ შეფასებებს ასახელებენ. ეკონომიკის მინისტრს კი თემაზე საუბარი არ სურს.

 

„საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ექნება ძალიან გამართული პოზიცია, რათა ის საფუძველი, რაზეც საუბრობენ პოლიტიკური ტრიბუნიდან ცალკეული პიროვნებები არ გამართლდეს და რეალობაში მოხდეს ის, რასაც ყველა ველოდებით, სტაბილიზაცია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ოპოზიცია თვის მხრივ ინვესტიციებისა და ექსპორტის შემცირებაზე, შიდა ვალის ზრდაზე და სხვა ეკონომიკურ მიზეზებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, რთულია იმის თქმა, რომ ვითარება მოკლე პერიოდში გამოსწორდება. ოპოზიცია ხელისუფლებას საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და შიდა ვალის აღებისგან თავის შეკავებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობს.

 

ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების პირდაპირ პროპორციულია. ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არ მოხდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებიდან ბიუჯეტში გრანტების ჩამორიცხვა. „ფინანსთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაგეგმილი ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მიღება. პირველი 9 თვის მდგომარეობით 2%-იანი შესრულება გვქონდა ანუ დაახლოებით 160 მილიონ დოლარზეა საუბარი, რომელიც არ ჩამოირიცხა," - აცხადებს ბესიკ ნამჩავიძე.

 

ექსპერტები არსებული ვითარების გათვალისწინებით, ფასების ზრდას ვარაუდობენ.

 

„რუსთავი 2“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

190


ბათუმი

210


ქუთაისი

210


თელავი

190


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108