მთავარი → მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა „არაბული გაზაფხულის“ გამო 614 მილიარდი დოლარი დაკარგეს

14:10 | 2016.11.11

A+   A-




ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა "არაბული გაზაფხულის" გამო 614 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ასეთ მონაცემებს გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისია ავრცელებს.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 614 მილიარდი დოლარი ეს არის 2011-2015 წლებში რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%. ანგარიშში სპეციალისტებმა არაბული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოიყენეს, რომლეიც 2011 წელს გამოქვეყნდა. შეფასების დროს გათვალისწიებული იყო ირიბი ეფექტებიც - ლტოლვილთა ნაკადი, მიგრანტების მიერ ფულადი გადარიცხვების შემცირება, ტურისტული ბიზნესის ვარდნა.

 

არაბულ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლების სერია 2011 წელს ტუნისიდან დაიწყო. "არაბულმა გაზაფხულმა" გამოიწვია ოთხ ქვეყანაში რეჟიმების შეცვლა და შეიარაღებული კონფლიქტები ლიბიაში, სირიასა და იემენში. მხოლოდ სირიის ეკონომიკური დანაკარგი 2011 წლიდან 259 მილიარდ დოლარად ფასდება.

 

„2030“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90