მთავარი → მსოფლიო

„კარგი კაცი“ - რაზე ისაუბრეს ტრამპმა დ ობამამ

08:00 | 2016.11.11

A+   A-




აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრა. თავის მხრივ ბარაკ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისი თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.

 

როგორც ობამა აცხადებს, მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს“, - აღნიშნა ობამამ. „ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება", - განუცხადა ტრამპს მოქმედმა პრეზიდენტმა შეხვედრის ბოლოს.

 

ტრამპმა კი განაცხადა, რომ არ ელოდა, თუ შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა. ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, "მრავალი სხვადასხვა საკითხი განიხილეს, ზოგი შესანიშნავი, ზოგი - რთული". შეხვედრის დასასრულს კი, დონალდ ტრამპმა აბარაკ ობამას „კარგი კაცი“ უწოდა.

 

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპის მეუღლეს კი, მიშელ ობამამ უმასპინძლა.

 

ტრამპთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა, ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსიც, რომელიც ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90