მთავარი → სამართალი

ვინ სცემა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი? - შსს-მ გამოძიება დაიწყო

13:26 | 2016.10.30

A+   A-




გორში სოფელ ზედგულეთში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორში სოფელ ზედგულეთში პარტიის მხარდამჭერი სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, პარტიის მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.
"სოფელ ზედგულეთში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი", - აცხადებენ პარტიაში.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67