მთავარი → სამართალი

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

12:10 | 2016.10.17

A+   A-




„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა. კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 

როგორც დღეს გამათულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ აღნიშნა, მიმდინარე საგამოძოებო მოქმედებების ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი.

 

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირის და მათთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები. დისტანციული პულტები, ელექტროსადენები და სხვადასსდხვა დეტალები, დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები, მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი". ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი", ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი", მუყაოს სამი კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. ავტომატი, იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 6 ხელყუმბარა, 12 მჭიდი, 2112 ვაზნა და სხვა", - განაცხადეს შსს-ში.

 

ცნობისათვის, შსს-მ საქმე 7 ოქტომბერს, გახსნილად გამოაცხადა. გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67