მთავარი → მეტი

ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელიანტია

15:49 | 2016.10.13

A+   A-




ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ბობ დილანს, ახალი პოეტური ექსპრესიისთვის, ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში. 75 წლის შემსრულებელი 50-ზე მეტი ალბომისა და „გრემის" 9 პრემიის მფლობელია. 2008 წელს ის პულიტცერის პრემიის ლაურეატიც გახდა.

 

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ერთი ნაწილი აიღო დევიდ ზილესმა, მეორე ნაწილი დანკინ ჰალდეინმა და მაიკლ კოსტერლიცმა, კვლევაში - ტოპოლოგიური ფაზის ტრანზიციის თეორიული აღმოჩენები და მატერიის ტოპოლოგიური ფაზები.

 

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოს გადაეცა - „ძალისხმევისთვის მემარცხენე ამბოხებულებთან 52-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად".

 

სამშვიდობო ხელშეკრულებას მეამბოხეებთან ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გასულ თვეში მოეწერა ხელი. კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 260 000 ადამიანი დაიღუპა, 6 მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

 

ხუან მანუელ სანტოსი კოლუმბიის პრეზიდენტია 2010 წლიდან. მანამდე ის კოლუმბიის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში გადაეცა ოლივერ ჰარტსა და ბენგ ჰოლმსთრომს მათი წვლილისთვის „ხელშეკრულების თეორიაში".

 

ქიმიის დარგში პრემია მიენიჭა შემდეგ სამ პროფესორს: ხუან პიერ სოვაჟის, ფრასერ შტოდარტსა და ბერნანდ ფერინგას პროექტისათვის - „მოლეკულური მექანიზმების დიზაინი და სინთეზი".

 

სამედიცინო სფეროში ნობელის პრემია ფიზიოლოგიის დარგში გაიცა. პრემიის მფლობელი იაპონელი ბიოლოგი 71 წლის იოშინორი ოსუმი გახდა, რომელიც აუტოფაგიაზე მუშაობს. მისი აღმოჩენის მიხედვით, ბიოგადამუშავების სისტემა შლის საშიშ პროტეინებს და მათ ახალ საშენ ბლოკებად გარდაქმნის უჯრედისთვის. ამასთან ეს პროცესი იპყრობს პათოგენებს და ხელს უწყობს პროტეინების ჯგუფის წარმოქნას, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის დამანგრეველია.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10