მთავარი → მეტი

„სამსუნგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს „Galaxy Note 7“ არ გამოიყენონ

14:37 | 2016.10.11

A+   A-




სამხრეთ კორეულმა კომპანია „სამსუნგმა" გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რატომ არის მათი ახალი სმარტფონი ცეცხლსაშიში. გამოძიების დასრულებამდე „სამსუნგი" მომხმარებლებს სთხოვს, არ გამოიყენონ „Galaxy Note 7". „სამსუნგში" აღიარებენ, რომ ამ მოდელის ნებისმიერი ტელეფონია საშიში.

 

შესაბამისი მიმართვა „სამსუნგის" გლობალურ საიტზე 11 ოქტომბრის გამთენიისას გამოჩნდა.

 

ახალი ტელეფონის გაყიდვები აგვისტოში დაიწყო, სექტემბერში კი, კომპანიას 2.5 მილიონი სმარტფონის უკან დაბრუნება მოუწია, რადგან მათი ბატარია ფეთქებადი აღმოჩნდა.

 

„სამსუნგმა“ აღნიშნული მოდელები მომხმარებლებს ახლით შეუცვალა, თუმცა ახალ სმარტფონებსაც მსგავსი პრობლემა აღმოაჩნდათ. ამ მიზეზების გამო სამსუნგმა Galaxy Note 7-ის გაყიდვები სრულად შეაჩერა და მომხმარებლებს სმარტფონების გამორთვისკენ მოუწოდა.
აშშ-მა და ავსტრალიამ სმარტფონი უკვე ჩამოიღო მაღაზიის თაროებიდან, ხოლო აეროპორტებმა განაახლეს აკრძალვა თვითმფრინავში Galaxy Note 7-ის გამოყენებაზე.

 

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10