მთავარი → მეტი

„საიდუმლო საუბრები“ - „Facebook“-მა დაშიფრული შეტყობინებების ფუნქცია აამოქმედა

11:57 | 2016.10.06

A+   A-




სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ მესენჯერში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია აამოქმედა. ახალი ფუნქციის ტესტირება მიმდინარე წლის 8 ივლისს დაიწყო. 

 

ახალი ფუნქციის „საიდუმლო საუბრების“ (Secret Conversation) გამოყენებისას, მომხმარებელს შეუძლია, მიუთითოს დრო, რომლის განმავლობაშიც ადრესატი გაგზავნილი შეტყობინების ნახვას შეძლებს . მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ, ტექსტი გაქრება და მიუწვდომელი გახდება.

 

მესენჯერის მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, სურს მას ჩვეულებრივი მიმოწერა, თუ დამატებითი დაცვის მექანიზმიანი ჩატის გამოყენება.

 

„საიდუმლო საუბრების“ გამოყენება „ფეისბუქის“ 900 მილიონ მომხარებელს შეეძლება.

 

ამასთან, კომპანია „ფეისბუქის“ ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ მესენჯერში მიმოწერა, ხმოვანი შეტყობინებები და ზარები აქამდე დაცული იყო. თუმცა გარკვეული საკითხების განხილვისას მომხმარებელთა ნაწილს დამატებითი დაცვა სურდა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10