მთავარი → მეტი

Samsung-მა სმარტოფონის, Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა

13:27 | 2016.09.02

A+   A-




კომპანია Samsung-მა სმარტფონების ახალი მოდელის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა. კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი მობილური ტელეფონების აალების რამდენიმე შემთხვევა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

Samsung-ი უკვე გასაყიდად გაგზავნილ სმარტფონებს უკან დააბრუნებს. როგორც სამხრეთკორეული მედია იტყობინება, კომპანიაში განაცხადეს, რომ Galaxy Note 7-ის გაყიდვას შეაჩერებს, რადგან მოწყობილობებს დამატებითი გამოცდები უტარდება.

 

ახალი ტელეფონის აალების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციები 2 პროცენტით გაუფასურდა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მომხმარებელმა სმარტფონის აფეთქებისა ან აალების შესახებ განაცხადა და აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტპორტალ Youtube-ზე ფოტო და ვიდეო განათავსა.

 

"2030"

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

260


ქუთაისი

300


თელავი

300


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10