მთავარი → მეტი

ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტები მსოფლიოში

13:55 | 2016.08.29

A+   A-




ტრუფელი 61 000 დოლარად, ნესვი 25 ათასად... ზოგჯერ პროდუქტებიც საოცრად ძვირი ღირს, "პოლიტკომერსანტი" სწორედ ასეთი პროდუქტების ჩამონათვალს გთავაზობთ.

 

ალმასისებური ხიზილალა - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სვიის (ზურთხისებრთა ოჯახი) ხიზილალა. უბრალოდ ეს თევზი განსაკუთრებულია. ეს არის სვია - ალბინოსი, თან საკმაოდ ასაკიანი. როგორც ირკვევა, რაც უფრო ასაკით დიდია თევზი, მით უფრო გამჭირვალეა ხიზილალა და უფრო ძვირიც ღირს. სხვათაშორის, ეს თევზი "წითელ წიგნშია" შეტანილი, მისი მოპოვება ლიმიტირებულად ხდება, ასე რომ ხიზილალა "ALMASI" დეფიციტშია. ერთი ქილა უგემრიელესი ხიზილალას შეძენისთვის რამდენიმე თვე რიგში დგომაც მოგიწევთ. 1 კილოგრამი "ALMASI" 50 000 აშშ დოლარი ღირს.

 

 

 

მარმარილოსებრი ხორცი კობე - ვაგუს ჯიშის ძროხები, რომლებიც იაპონიის პრეფექტურა ჰეგოში ბინადრობენ საკმაოდ კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ, მათ არაჩვეულებრივად კვებავენ - საუკეთესო მარცვლეულითა და ბალახეულით, ასმევენ უმაღლესი ხარისხის ლუდს და უკეთებენ მასაჟს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ამ ძროხების დელიკატესად ქცევის პერსპექტივა აქვთ. ძროხებს მასაჟს უკეთებენ, რადგან სტრესი თავიდან აიცილონ (რაც ხორცის ხარისხზე ცუდად აისახება), ასევე იმიტომაც რომ ცხიმოვანი მასა სწორად გადანაწილდეს. შედეგად კი ევროპულ და ამრეიკულ ბაზარზე ეს ხორცი, კილოგრამი 800$ ღირს.

 

 

ჩაი დახუმპაო - საქმე იმაშია, რომ ყველაზე ძვირადღირებული ჩაის გემო პრაქტიკულად ყველასთვის უცნობია. 2006 წლიდან დახუმპაოს მოსავლის აღებაზე აკრძალვა ამოქმედდა, ბოლო პორცია კი 2005 წელს 25 ათას დოლარად გაიყიდა. ეს ჩაი მაღალი ფერმენტაციით და მკვეთრი გემოთი გამოირჩევა, ის მზადდებოდა ხისგან, რომელიც ჩინეთის ერთერთი მონასტრის კედელთან იზრდება. ეს არის 6 ბუჩქი და მათი ასაკი 350 წელს აღემატება. ყოველწლიურად მხოლოდ ნახევარი მკილოგრამი ჩაის მიღება იყო შესაძლებელი. დახუმპაოს ბოლო, 2006 წლის მოსავალი - 500 გრამი, ჩინეთის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.

 

 

თეთრი ტრუფელი - ეს იშვიათი და ფაქიზი სოკოა - ძალიან მალე ფუჭებადი. ტრუფელი იტალიის რამდენიმე რეგიონში იზრდება, ასევე საფრანგეთსა და ხორმატიაში. მისი პოვნა ძალიან რთულია და როგორც წესი ადამიანები ამ სოკოს ძაღებისა და ღორების დახმარებით ეძებენ. რაც უფრო ცოტაა მოსავალი მით მეტია ფასი. მაგალითად, 2012 წელს 1 კილოგრამი ტრუფელი 700$ ღირდა. 2013 წელს კი 500$. არსებობს უცნაური გამონაკლისებიც, მაგალითად 2014 წელს ნიუ-იორკის აუქციონზე საკმაოდ დიდი ტრიუფელი, რომელიც თითქმის 2 კილოგრამს იწონიდა 60 ათას დოლარად გაიყიდა.

 

 

ვირის ყველი - მის დასამზადებლად 100-ობით ვირის რძეს აგროვებენ. ეს ვირები სერბეთის დასავლეთში მდინარე ზასავიცას რაიონში ბინადრობენ. ერთი კილოგრამი ასეთი ყველის დასამზადებლად 25 ლიტრ რძეს იყენებენ. მაგრამ როგორც ექსპერტები ამობენ, ვირის ყველი მსოფლიოში ყველაზე გემრიელია. მას პარმეზანს და ლერდამერს ადარებენ. 450 გრამი ვირის ყველი 700 $ ღირს.

 

 

ნესვი იუბარი - იუბარი იაპონიაში მოჰყავთ. ის კუნძულ ჰოკაიდოზე იზრდება. მწარე, ტკბილი, ნოყიერი - ამბობენ ექსპერტები. ეს არის ნესვისა და კანტალუპას სინთეზი. ამ ჯიშის პატარა ნესვების შეძენა 100 დოლარადაც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი მოსავლის დროს აღებული და იდეალურად მრგვალი ფორმის იუბარი 25 ათასი დოლარი ღირს.

 

 

 

შავი საზამთრო დენსუკე - ეს საზამთროც ისევე როგორ იუბარი მხოლოდ კუნძულ ჰოკაიდოზე იზრდება. როგორც ჩვეულებრივ საზამთროს დენსუკეს ზოლები არ აქვს. თუმცა ჩვეულებრივ საზამთროსთან შედარებით გაცილებით ტკბილია. შავი საზამთრო იმდენად იშვიათია, რომ ერთი მოსავლისას მხოლოდ 100 ცალის მოგროვებაა შესაძლებელი. იაპონიაში ეს უბრალოდ დელიკატესი არ არის, მას ელიტურ საზოგადოებაში ერთმანეთს ისე ჩუქნიან როგორც ძვირფას ნივთს. მაგალითად 2008 წელს 1 შავი საზამთრო 6500 დოლარად გაიყადა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10