მთავარი → სპორტი

170 000 ლარი ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნებს კი - 102 000 და 68 000 ლარი

11:11 | 2016.08.19

A+   A-




ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება. ამას საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლის მედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 000 ლარს.

 

ამავე დადგენილების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.

 

ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).

 

გარდა ამისა, კომპანია "სვეტისგან" ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12