მთავარი → მეტი

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

16:05 | 2016.08.17

A+   A-




„ფერარის“ თავმჯდომარემ, ლუკა კორდერო დი მონტეზემოლომ პრესკონფერენცია გამართა სადაც მიხაელ შუმახერზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით ლეგენდარული ავტომრბოლელის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა და მკურნალობას ექვემდებარება.

 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. თქვენ ყველამ კარგად იცით მიხაელი რამდენად ძლიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მონდომებით ყველაფერი გამოგვივა. ის აუცილებად გამოძვრება ამ ურთულესი მდომარეობიდან“.

 

მონტეზემოლომ შუმახერზე იანვარშიც ისაუბრა და მაშინ აღნიშნა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო თუმცა იმედი არსებობდა. როგორც ჩანს მისი იმედები მართლდება და „ფორმულა 1“-ის 47 წლის პილოტი გამოჯანმრთელდება.

 

შუმახერი 2013 წელს ალპებში, თხილამურებზე სრიალისას დაშავდა და თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10