მთავარი → სპორტი

ოქრო, ბრინჯაო, მსოფლიო რეკორდი და ორი ქართველი კვარცხლბეკზე

08:00 | 2016.08.17

A+   A-




რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 16 აგვისტო საკმაოდ წარმატებული დღე გამოდგა ქართველი ძალოსნებისთვის.

 

+105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

ორივე სპორტსმენმა 6-6 ცდა წარმატებით გამოიყენა. ზემძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის საჩხერელმა ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (473 კგ) და 22 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანს (სომხეთი). თურმანიძემ ჯამში 448 კგ (207+241) დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი, შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

 

რიოს ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში კი, საქართველო 40-ე ადგილზეა. ქართველი სპორტსმენებიდან ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (90), ბრინჯაოს მედალი კი ასევე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) მოიპოვა.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12