მთავარი → სპორტი

ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა - პირველი მედალი ოლიმპიადაზე

08:59 | 2016.08.09

A+   A-




ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.

 

ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.

 

`ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ წონა შევიცვალე. 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე და მიხარია, რომ გარჯა დამიფასდა. ცხადია, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს - 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა“, - უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა „მსოფლიო სპორტს“.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

290


ბათუმი

270


ქუთაისი

300


თელავი

290


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12