მთავარი → სპორტი

ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენები 5 აგვისტოდან ჩაერთვებიან

13:27 | 2016.08.04

A+   A-




5-21 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს XXXI ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით, სპორტის 13 სახეობაში წარდგება.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 40 სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებზე სარეკორდო მაჩვენებელია.

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დასასწრებად ეწვივნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით , დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას შეხვედრა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან, პრეზიდენტი და პირველი ლედი ასევე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც დაესწრებიან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებთან ერთად დაესწრება.

 

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

290


ბათუმი

270


ქუთაისი

300


თელავი

290


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12