მთავარი → მეტი

ქალაქები, სადაც ცხოვრების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს უხდიან

12:28 | 2016.07.29

A+   A-




ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობენ ქალაქები, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო, მოქალაქეების სიმცირეს განიცდიან. ეს ქალაქები, საკუთარ ტერიტორიაზე მუშაობისა და ცხოვრების სანაცვლოდ, ადამიანებს საკმაოდ მაცდუნებელ თანხებს სთავაზობენ. წარმოგიდგენთ 7 ქალაქს, რომელიც შესაძლოა, თქვენი სურვილების განსახორციელებლად საუკეთესო ადგილია - იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდი განსხვავებულ სიტუაციაშიც იცხოვროთ და თან, ამისთვის ფულიც მიიღოთ.

 

 

აშშ, შტატი მიჩიგანი - დეტროიტი

 

 

„დასავლური პარიზი", „აემრიკის საავტომობილო დედაქალაქი" - ეს წოდებები დეტროიტმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში სრულად დაკარგა. თუმცა, ეს ქალაქი აღორძინებას ისევ ცდილობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი, ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა - „Challenge Detroit" აამოქმედა. ამ პროგრამის ფარგლებში 2 ათას 500 აშშ დოლარს სთავაზობენ ყველას, ვინც დეტროიტში საცხოვრებლად გადავა და სხავადასხვა სფეროში დასაქმებას გადაწყვეტს.

 

აშშ, შტატი ალასკა

 

 

თუ გიყვართ ზამთარი, გადათეთრებული პეიზაჟები, ცხოვრების აუჩქარებელი რიტმი და დაბალი ტემპერატურისას თავს კომფორტულად გრძნობთ - ალასკაში ცხოვრება თქვენთვის შეუდარებელ შთაბეჭდილებებს შექმნის. შტატში სპეციალური სამთავრობო ფონდია შექმნილი, რომელიც ენთუზიაზისტებს გარკვეულ თანხებს უხდის. უნთუზიაზმი კი იმაში გამოიხატება, რომ ამ შტატში საცხოვრებლად უნდა გადახვიდეთ, თუმცა მთავარი პირობა აქაც დასაქმება და ერთი წლის განმავლობაში ალასკის ტერიტორიაზე ცხოვრებაა. შტატი მოსახლეობისგან იცლება და ამგვარად მოქალაქეების წახალისებას ცდილობენ.

 

კანადა, პროვინცია სასკაჩევანი

 

 

კანადის ეს პროვინცია ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლებლებს ამთავრებენ 20 ათას დოლარს უხდის. მთავარია, ამ ახალგაზრდებმა სხვაგან გადასვლა გადაიფიქრონ და 7 წელი სასკაჩევანში იცხოვრონ და იმუშაონ.


აშშ, შტატი ნიუ-იორკი, ნიაგარის ჩანჩქერი

 

 

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც შესაძლოა არარეალურად მოგეჩვენოთ - წარმოიდგინეთ, იცხოვროთ დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და ულამაზეს ადგილზე იცხოვროთ და ამის სანაცვლოდ ფულიც მიიღოთ. ხელისუფლება, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს, წახალისების მიზნით 7 ათას აშშ დოლარს უხდის. აუცილებელი პირობა კი ასეთია - ორი წლის განმავლობაში, ისინი ჩანჩქერის მახლობლად არსებულ საწარმოებში უნდა დასაქმდნენ.

 

ესპანეთი, ასტურია, სოფელი პონგა

 

 

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ეს არაჩვეულებრივი სოფელი, ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ახალგაზრდების მისაზიდად და ადგილობრივი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, ხელისფლება ყველა იმ ოჯახს, რომელიც პონგაში საცხოვრებლად გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს. გარდა ამისა, დამატებით თითოეულ ბავშვზე ისინი კიდევ 3 ათას ევროს მიიღებენ. აშკარად კარგი შანსია იმისათვის, რომ ეკოლოგიურ და საოცრად ლამაზ ადგილე იცხოვროთ.

 

ნიდერლანდები, უტრეხტი

 

 

ჰოლანდია მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სიღრმისეული შესწავლისა და სოცაილური ექსპერიმენტების ქვეყანა. სწორედ ასეთია ერთ-ერთი ექსპერიმენტი - როგორ იმოქმედებს 1 ათას დოლარიანი ფინანსური მხარდაჭერა ამ უტრეხტის მოქალაქეებზე? ეს საინტერესო ექსპერიმენტი რამდენიმე წელია ტარდება.

 

აშშ, შტატი ნებრასკა, ქალაქი კერტისი

 

 

ცხადია, ყველა ადამიანს, როდესმე მაინც აღშფოთებულს გამოუთქვამს მოსაზრება, თუ რას და როგორ უნდა აკეთებდეს ქალაქის მმართველობა. კერტისში ეს თემა აქტუალური არ არის, რადგან იქ, ამგვარ იდეებს ხელისუფლება ისედაც ითვალისწინებს. ეს პატარა ამერიკული ქალაქი უფასოდ აძლევს სახლის ასაშენებლად მიწას ყველას, ვინც კარგ იდეას მიაწვდის და მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

190


ბათუმი

210


ქუთაისი

210


თელავი

190


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10