მთავარი → სპორტი

ლიონელ მესის პატიმრობა შეეფარდა

14:59 | 2016.07.06

A+   A-




გადასახადებისგან თავის არიდებაში ბრალდებულ ფეხბურთის სუპერვარსკვლავს ლიონელ მესის ესპანურმა სასამართლომ 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ასეთივე გადაწყვეტილება გამოიტანეს მესის მამასთან დაკავშირებითაც.

 

გარდა ამისა, მესის ჯარიმის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. თუმცა რაც შეეხება, პატიმრობას, ესპანური კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ფეხბურთელმა ციხეს თავი აარიდოს და მხოლოდ პირობითი სასჯელით შემოიფარგლოს.

 

საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ მესი გადასახადების დამალვას ოფშორული ზონების ანგარიშებზე ცდილობდა.

 

საქმის მთავარი მონაწილეა ფეხბურთელის მამა, რომელიც ლიონელ მესის ფინანსურ საქმეებს ხელმძღვანელობს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ესპანეთის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 4 მილიონ 100 ათასი ევროა.

 

თავად ფეხბურთელმა, ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მას ინფორმაცია არ ჰქონდა. 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12