მთავარი → მეტი

ორი ესპანელი საჯარო მოხელე სამსახურიდან 15-წლიანი გამოუცხადებლობის შემდეგ დაითხოვეს

17:41 | 2016.07.04

A+   A-




ორი ესპანელი საბჭოს მოსამსახურე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადგილობრივმა ქალაქის მერიამ აღმოაჩინა, რომ ისინი სამსახურხს ბოლო 15 წლის მანძილზე აცდენდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიის პროვინციის (სამხრეთ ესპანეთი) ქალაქ ხერეს-დე-ლა-ფრონტერის მერიის მძღოლი და მებაღე ხელფასს დღემდე იღებდნენ, ისინი სამსახურში ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ არ გამოცხადებულან.

 

საქმე მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ აღნიშნული ორი ადამიანი ხელფასს იღებდა, თუმცა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 31 მაისამდე არ უმუშავიათ. ჩანაწერების კიდევ უფრო შემდგომმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი სამსახურში ბოლო 15 წლის მანძილზე საერთოდ არ გამოცხადებულან.

 

გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ განსაზღვრულზე ნაკლებს მუშაობდნენ ქალაქის ადგილობრივი პოლიციის ძალებიც. 2015 წელს, ერთ-ერთ პოლიციელს მხოლოდ 96 დღე ჰქონდა ნამუშევარი, მეორეს 66, კიდევ ერთს კი მხოლოდ 47 დღე.

 

დასაქმებულთა განცხადებით, ისინი შეხედვრებს ესწრებოდნენ, თუმცა მუნიციპალური მთავრობის განცხადების თანახმად, გამოძიებით არც ეს ფაქტი დადასტურდა.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, ესპანეთის ერთ-ერთი საჯარო მოხელე, ხოაკინ გარსია ქალაქ კადიასის სასამართლომ სამსახურის 6-წლიანი გაცდენისთვის 27 000 ევროთი დააჯარიმა. სამსახურში მისი გამოუცხადებლობა მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც რაც მან ხანგრძლივი მუშაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო მიიღო.

 

"1TV"



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10