მთავარი → სპორტი

მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს

11:21 | 2016.06.27

A+   A-




არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს. "ჩემთვის ნაციონალური ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ", - განაცხადა ლიონელ მესიმ.

 

აღნიშნული განცხადება ლიონელ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

 

27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითიდ დრო ფრედ დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ამასთან, მესიმ თავისი პენალტი ვერ გაიტანა. ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. არგენტინის ნაკრები ამერიკის თასის ფინალში ჩილესთან ორჯერ დამარცხდა - 2015 და 2016 წელს, ამას გარდა, არგენტინელებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთანაც წააგეს.

 

29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ "ბარსელონაში" თამაშობს. მესი ოთხჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი.

 

"2030"

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12