მთავარი → სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე FIFA-ს მიმართავს

13:23 | 2016.06.09

A+   A-




საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს მიმართავს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით ეხმაურება. სფფ დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სწორ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფა-ს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფა-ს და უეფა-ს სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფა-ს წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნავს სფფ-ს განცხადებაში.

 

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფა-სგან და უეფა-სგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

 

"ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფა-სთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფა-ს და არც უეფა-ს ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფა-ს და უეფა-ს სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა", - აცხადებენ სფფ-ში.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

290


ბათუმი

270


ქუთაისი

300


თელავი

290


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12