მთავარი → სპორტი

2 წლიანი დისკვალიფიკაცია - მარია შარაპოვა 50 მილიონ დოლარს დაკარგავს

12:27 | 2016.06.09

A+   A-




რუს ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მას შემდეგ, რაც შარაპოვა სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად აკრძალული ნივთიერების გამოყენებაში ამხილეს.

 

დისკვალიფიკაცია, რომელიც 8 ივნისს გამოაცხადეს, ძალაში უკვე შევიდა. შარაპოვა პროფესიონალურ დონეზე მატჩებს ვერ გამართავს 2018 წლის 26 იანვრამდე. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში. შარაპოვა "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია. 7 მარტს მან ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ იანვარში სისხლში აღმოუჩინეს მელდონიუმი. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA-ს) მელდონიუმი სულ ცოტა ხნით ადრე - 1 იანვრიდან - ჰქონდა შეტანილი აკრძალული პრეპარატების სიაში.

 

„ფორბსის" ინფორმაციით, ამ დისკვალიფიკაციის გამო, ჩოგბურთელი 50 მილიონი დოლარის შემოსავალს დაკარგავს. რუსმა ჩოგბურთელმა თავისი კარიერის განმავლობაში, 285 მილიონის დოლარი გამოიმუშავა, აქედან 37 მილიონი საპრიზო თანხაა. ბოლო 12 თვის განმავლობაში კი, შარაპოვას სარეკლამო შემოსავლები 3 მლიონით შემცირდა და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მარია შარაპოვა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12