მთავარი → სპორტი

Bloomberg-მა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები დაასახელა

13:06 | 2016.05.27

A+   A-




Bloomberg-მა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები დაასახელა. ესენია მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი.

 

გამოცემა წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში (ინგლისის საფეხბურთ ლიგა) სეზონი მეხუთე ადგილზე დაამთავრა. ჰოლანდიელი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი დათხოვილია. თუმცა ყოველივე ამას ინგლისური გუნდისთვის ხელი არ შეუშლია, ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო გუნდებს შორის ლიდერობა შეინარჩუნოს. მანჩესტერის ღირებულება 2.9 მილიარდ ევროს ($3.2 მილიარდი) შეადგენს. ამდენივეა ესპანური გუნდის, მადრიდის რეალის საფასური, რომელიც თანაქალაქელ ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შაბათს დაუპირისპირდება. კომპანია KPMG-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 32 გუნდი შეისწავლა და მათმა საერთო საფასურმა 26.3 მილიარდი ევრო შეადგინა. საინტერესოა, რომ ჯამის მესამედს სამი გუნდის (მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ბარსელონა, რომელიც 2.8 მილიარდი ღირს) ღირებულება განსაზღვრავს.



საინტერესოა, რომ ჩამონათვალში არ მოხვდა პრემიერლიგის უკანასკნელი გამარჯვებული ლესტერ სიტი, რომლის სენსაციური გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოცნებების ახდენასა და საქართველოს მომავალს შეადარა. KPMG-ის ერთ-ერთი კრიტერიუმი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობასაც ითვალისწინებდა, ლესტერმა კი ინგლისს გარეთ უკანასკნელად 2001 წელს ითამაშა. ტოპ 10-ეულში 6 ინგლისური გუნდი მოხვდა. ესპანეთის საფეხბურთო ლიგაში კი, სადაც წარმატებას უმეტესწილად ორი გუნდი, მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა აღწევს, ცდილობენ ინგლისური ფეხბურთის ფინანსური წარმატება გაიმეორონ. ნავარაუდევია, რომ სატელევიზიო უფლებების მეტი გაყიდვით მიმდინარე წელს ესპანური გუნდები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავენ. ამასთან, ესპანური გუნდების პოტენციალს ექსპერტები დადებითად აფასებენ, ვინაიდან გუნდები ფინანსურად სტაბილურები და შედარებით ხელმისაწვდომებიც არიან.

 

 

"კომერსანტი"



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12