მთავარი → მეტი

რობი უილიამსი თბილისშია - „ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული“

00:45 | 2016.05.26

A+   A-




რობი უილიამსი თბილისშია. ბრიტანელი ვარსკვლავის კერძო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 საათსა და 15 წუთზე დაეშვა. უილიამსის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

უილიამსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ საქართველო და ქართველი პუბლიკა ყოველთვის აინტერესებდა.

 

„მე ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი" - თქვა ვარსკვლავმა, რომლის პირველ კომენტარს ხვალ დილის „მოამბეში" შემოგთავაზებთ.

 

ორგანიზატორები აქამდე ამბობდნენ, რომ უილიამსი ხვალ უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა მომღერალი თავის ჯგუფთან ერთად დღეს საღამოს ჩამოვიდა.

 

„დინამო არენაზე" ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე იმუშავა, აწყობილია სცენა, დამონტაჟებულია განათება და აპარატურა. 27 მაისს კი, მელომანები უილიამსის გრანდიოზულ კონცერტს იხილავს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

260


ქუთაისი

300


თელავი

300


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10