მთავარი → პოლიტიკა

„კოღუაშვილი რჩება გუნდში, თუმცა, აქვე თავად გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს“

00:00 | 0000.00.00

A+   A-




"ქართული ოცნების„ პოლიტსაბჭოს  წევრები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ნტერვიუში გაკეთებული განცხადებების გამო, დავით კოღუაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კოღუაშვილი მიწვეული იყო, ის სხდომას არ დასწრებია.

 

"კოღუაშვილი რჩება გუნდში. თუმცა, აქვე ითქვა, რომ თავად გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს იმ განცხადებებთან და შეფასებებთან დაკავშირებით, რაც მისი მხრიდან იყო და ამაზე პრემიერმაც ისაუბრა. ასე რომ, გუნდის შიგნით რა კითხვებიც იყო, დაისვა და პასუხებიც არის მიღებული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ ვიმსჯელეთ პოლიტსაბჭოს ფორმატში მიმდინარე საკითხებზე. ეს ეხება როგორც საპარლამენტო მუშაობას, ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, საარჩევნო საკითხებზე. ჩვენ ვიმსჯელეთ პარტიის საქმიანობაზე, სტრუქტურულ საკითხებზე, ორგანიზაციულ საკითხებზე, ასევე - იმ მიმართულებებზე, რომლითაც ახლა პარტიაა დაკავებული. მათ შორის არის ის ახალი მიმართულებები, რომელზეც ახლა პარტია ყალიბდება და პარტიის შიგნით მუშავდება."- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, დავით კოღუაშვილის პოზიცია, რაც მისი მხრიდან იყო გაჟღერებული, არ უნდა იყოს აღქმული გუნდის პოზიციად.

 

"ბატონი დავითი რჩება გუნდში. რა თქმა უნდა, ის არის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს პოზიცია, რაც მისი მხრიდან იყო გაჟღერებული, არ უნდა იყოს აღქმული გუნდის პოზიციად, ან პილიტსაბჭოს პიზიციად. თუმცა, საკუთარ განცხადებაზე ის თავად გააკეთებს განცხადებას. არავის მხრიდან არ დასმულა მისი პარტიიდან წასვლის საკითხი, მხოლოდ წუხილები გამოითქვა."- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255