მთავარი → მეტი

Google-მა შეჯახების დროს ქვეითების დასაცავად მანქანის წებოვანი საფარი შექმნა

15:03 | 2016.05.20

A+   A-




კომპანია Google-მა თვითმმართვადი მანქანებისთვის წებოვანი საფარი დააპატენტა, რათა შეჯახების დროს ქვეითებმა ნაკლები დაზიანებები მიიღონ, წერს BBC.

 

ქვეითები, რომლებსაც ასეთი ტიპის მანქანა დაეხაჯება, მიეწეპებიან მანქანის „კაპოტს" და აღარ გადავარდებიან გზაზე, რამაც შესაძლოა ისინი უფრო სარიოზული დაზიანებებისგან დაიცვას.

 

ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ მორისმა, რომელიც ავტოშემთხვევების დროს ადამიანის ფაქტორს შეისწავლის, განაცხადა, რომ ამ სიახლემ მართლაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამცრიოს ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების სიმძიმე.

 

კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა ამ სიახლის გამოყენებას თვითმმართვად მანქანებზე.

 

კომპანიაზე გაცემული პატენტი განმარტავს - იმისთვის, რომ წებოვან საფარს არ მოედოს მტვერი, ის მოთავსებულია დამცავი საფარის ქვეშ. შეჯახების შედეგად დამცავი საფარი დაზიანდება, რაც წებოვანი საფარის მოქმედებას გამოიწვევს, - ნათქვამია საპატენტო დოკუმენტში.

 

Google თვითმმართვადი მანქანების ტესტირებას 2009 წლიდან ახორციელებს. კომპანიის განცხადებით, მანქანებმა უკვე მილიონ ნახევარ კილომეტრზე მეტი გაიარეს.

 

ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე მსუბუქი შეჯახება. ყველაზე სერიოზული ავარია ავტობუსთან შეჯახება იყო. კომპანიის თქმით, შემთხვევები ძირითიდად სხვა მანქანების მძღოლების ბრალი იყო.

 

პროფესორ მორისის განცხადებით, ჯერ უცნობია, იმუშავებს თუ არა ეს სიახლე პრაქტიკაში.

 

„არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, შეძლებს თუ არა კომპანია ისეთი მასალისგან „კაპოტის" გაკეტებას, რომელიც საიმედოდ იმუშავებს." - აღნიშნა მან.


2030.news

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

210


ბათუმი

200


ქუთაისი

180


თელავი

210


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10