მთავარი → მეტი

უკრაინამ, შესაძლოა, 2017 წლის „ევროვიზიაზე“ რუსი კონკურსანტი არ დაუშვას

15:11 | 2016.05.17

A+   A-




უკრაინამ შესაძლოა 2017 წლის "ევროვიზიაზე" რუსი კონკურსანტი არ დაუშვას. როგორც რადის დებუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე მომედებს "შავი სია", რომელშიც შესულები არიან რუსეთის კულტურის მოღვაწეები და მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვთ. დებუტატის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა "ევროვიზიის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლ ჯორდანმა. მისი თქმით პოლიტიკოსები ვერ გადაწყვეტენ ვინ შეუშვან უკრაინაში და ვინ არა. რუსეთს, როგორც კონკურსის ტრადიციულ მონაწილეს ღირსეული დახვედრა უნდა მოუწყონ.

 

"ევროვიზია"  2017-ის წესები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, დეტალები არ განგვიხილავს, თუმცა როგორც წესი პოლიტიკოსების ნებას არ ვემორჩილებით და ისინი არ წყვეტენ კონკურსის მასპინძელ ქვეყანაში ვის შეუშვებენ",-აღნიშნა "ევროვიზიის" პრესატაშემ პოლ ჯორდანმა.

 

შეგახსენებთ, "ევროვიზია" 2016-ის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა გახდა. კონკურსის პირობების თანახმად მომავალი წლის "ევროვიზიის" კონკურსი სწორედ უკრაინაში უნდა ჩატარდეს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 10