მთავარი → სპორტი

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 13 თამაშიდან 10 მოგებული აქვს - ლიგის ფინალი 28 მაისს შედგება

15:30 | 2016.05.05

A+   A-




გუშინ, 4 მაისს მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

 

მადრიდელებმა მანჩესტერელები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

 

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე საკუთარ კარში ფერნანდომ გაიტანა. თუმცა ასევე აღსანიშნავია გარეტ ბეილის კარგი თამაში.

 

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

 

„ჩემი მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას იმსახურებდნენ. რთული თამაში იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა მეტოქე დაჯაბნეს. გულშემატკივრებს საჯარო მადლობას ვუხდი, ისინი საოცარ სანახაობებს აწყობენ. უკვე მერამდენედ დაგვეხმარა ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა წარმატების მიღწევაში. კრიშტიანო რონალდუ დაბრუნდა და სიტუაცია არაერთხელ გაამწვავა, ის გუნდს დიდ დახმარებას უწევდა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ნამდვილად საოცნებო იყო. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვინაიდან ისინი საოცრად მებრძოლნი არიან. ეიფორიას არ მივეცემით. ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია, ამიტომ ბრძოლა გრძელდება",-განაცხადა ზიდანმა, რომელიც სამეფო კლუბის მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა.

 

მანჩესტერ "სიტის" მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კი მატჩისშემდგომ პრესკონფენრეციაზე ორივე გუნდი გააკრიტიკა.

 

„მადრიდის „რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია. შესაძლოა, „სიტიმ" სუსტად ითამაშა, მაგრამ გამორჩეული არც ზინედინ ზიდანის გუნდი იყო",-განაცხადა პელეგრინიმ.

 

აღსანიშნავია, რომ ფინალში მადრიდული დერბი გაიმართება. 3 მაისს მადრიდის "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" გამოთიშა ასპარეზობას და ბოლო 3 წლის განმავლობაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

 

შეგახსენებთ, რომ 2014 წელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალი ატლეტიკოს დაუპირისპირდა. მაშინ "რეალმა" "ატლეტიკოს" დამატებით დროში სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი მოიპოვა.

 

მადრიდის „რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალებში შემდეგი სტატისტიკა აქვს. დედაქალაქელებს ფინალში 13-ჯერ აქვთ ნათამაშები და 10 შემთხვევაში გამარჯვება დარჩათ.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლიდან მოყოლებული, გუნდი ყველა ფინალს იგებს.

 

1998 წელს „ბლანკოსმა" ტურინის „იუვენტუსს" მოუგო, 2000 წელს „ვალენსიას", 2002 წელს „ლევერკუზენს", 2014 წელს კი „ატლეტიკოს".

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს ჩაინიშნა. მადრიდულ დერბის ლეგენდარული სტადიონი „სან სირო" (მილანის საშინაო არენა), უმასპინძლებს.

 

შეხვედრა სტარტს, 22 საათსა და 45 წუთზე აიღებს.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12