მთავარი → სპორტი

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

20:00 | 2016.04.24

A+   A-




საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა.

 

პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ჩვენებურმა თავიდან მეტოქეს ვაზარი დაუთმო, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.

 

ამის შემდეგ ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. ტატალაშვილი თავიდანვე იუკოთი დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 1:1 გათანბრდა.

 

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რუსი მეტოქე ჯერ ვაზარზე, შემდეგ კი იპონზე დააგდო და საქართველო წინ გაიყვანა - 2:1.

 

ვარლამ ლიპარტელიანი რუს სპორტსმენთან იუკოთი აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქე იპონზე დააგდო - 3:1 და საქართველო ევროპის ჩემპიონია!

 

ბოლო ფორმალური შეხვედრა ლევან მატიაშვილსა და რუს მეტოქეს შორის დამატებით დროში გადავიდა, საადც ქართველმა გაფრთხილება მიიღო და დამარცხდა. საბოლოდ ფინალი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

sportall.ge



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

260


ქუთაისი

300


თელავი

300


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12